ჩვენ რა კანონებსაც ვიღებთ, ემსახურება ჩვენი სუვერენიტეტის გამყარებას და უსაფრთხოების დაცვას. მდიდარი „ენჯეოები“ - ლომჯარიასი, გიგაურის, ბაია პატარაიასი და ასე შემდეგ, რომლებიც არ არის სამოქალაქო საზოგადოება, ყველანი შევთანხმდეთ, ისინი არიან პოლიტიკური აქტორები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „ენჯეოების“ დაფინანსების საკითხზე საუბრისას.
„როდესაც ისინი საუბრობენ დემოკრატიულ უკუსვლაზე და ასე შემდეგ, ჯობია, გადახედონ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტს, სადაც სიტყვა-სიტყვითაა გამეორებული ის პრეტენზიები, რა პრეტენზიებიც ჩვენ გვაქვს ევრობიუროკრატებთან; როდესაც ისინი საუბრობენ „ენჯეოების“ დაფინანსებაზე. ასევე ამერიკის შეერთებული შტატებიდან შეუძლიათ აიღონ მაგალითი, როდესაც დახურა აშშ-მა USAID-ი და NED-ი იქიდან გამომდინარე, რომ პირდაპირ თქვეს უცხო ქვეყნებში ჩარევა არის ყოვლად მიუღებელი - არჩევნებში, პოლიტიკური აზრის ფორმირებაში. აქედან გამომდინარე დახურეს, კრიმინალური ორგანიზაციები უწოდეს.
ჩვენ რა კანონებსაც ვიღებთ, ემსახურება ჩვენი სუვერენიტეტის გამყარებას და უსაფრთხოების დაცვას. მდიდარი „ენჯეოები“ - ლომჯარიასი, გიგაურის, ბაია პატარაიასი და ასე შემდეგ, რომლებიც არ არის სამოქალაქო საზოგადოება, ყველანი შევთანხმდეთ, ისინი არიან პოლიტიკური აქტორები. მათ შეუძლიათ პოლიტიკური აქტივიზმი. უბრალოდ, ეს უცხოური ფულით არ უნდა ხორციელდებოდეს. ისევე როგორც ჩვენი კანონმდებლობით და ყველა დემოკრატიული ქვეყნის კანონმდებლობით, უცხოური ფული ვერ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიას, რადგან უცხოურ ფულს მოჰყვება უცხოური ინტერესი. შესაბამისად, არც ირიბად არ უნდა მოხდეს პოლიტიკის დაფინანსება. ვერავინ დაგვარწმუნებს, რომ ლომჯარია და გიგაური არ არიან პოლიტიკური აქტორები“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, თუ დონორი ორგანიზაცია ვერ დაასაბუთებს, რომ უცხოური გრანტი არ მიემართება პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში, რა თქმა უნდა, ასეთი ორგანიზაცია გრანტის მიღებაზე სახელმწიფოსგან უარს მიიღებს, რადგან ქვეყნის პოლიტიკაში უცხოური ფულის ადგილი არ არის.








