პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ბრიტანეთს იდენტობის პრობლემა აქვს.

"ბრიტანეთში არ არის სახარბიელო სიტუაცია. დროის ძალიან მცირე მონაკვეთში, რამდენიმე პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა. ბრიტანეთმა უნდა იზრუნოს თავის თავზე, დემოკრატიაზე თავის ქვეყანაში.

2024 წელს 12 000-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს მხოლოდ იმის გამო, რომ მათ Facebook-ზე კონსერვატორული პოსტები ჰქონდათ დაწერილი, რაც არის კატასტროფული.

იდენტობის პრობლემა უდგას ბრიტანეთს, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ახალშობილების ყველაზე პოპულარული სახელი მუჰამედია. მუჰამედი ნამდვილად კარგი სახელია, თუმცა ეს მეტყველებს იმაზე, რომ ბრიტანეთს აქვს იდენტობის პრობლემა. უნდა მიხედონ თავის თავს და დაუბრუნდნენ იმ ღირებულებებს, რა ღირებულებებზეც ისინი იდგნენ", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.