„დიდი იმედი არ მაქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ იქნებ ეს კანონი გაიტანოთ არჩევნებამდე, ხუთი თვეა დარჩენილი. მე შეიძლება ამ თვალიდან ვერ გამოვიხედო, მაგრამ ქვეყანა გამოიხედავს ხუთი თვის მერე და თუ ამას არ გააკეთებთ, საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებ - გამოდით ყველა გარეთ და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები.“-  განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას

„აღდგომის კვირაა და ღმერთმა შეუნდოს ყველას, ვინც ასე მოიქცა, მაგრამ მე კიდევ ერთხელ გთხოვთ და მერე დავტოვებ დარბაზს, შესაძლებლობა არ მაქვს, რომ კითხვები დავსვა ფიზიკურად.

თქვენ შეიძლება კადრები ნახოთ, რომ გადავადგილდები ეტლით და ფეხით ვერ დავდივარ, მაგრამ არ არის ეგრე, უბრალოდ თავბრუ მეხვევა. კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ ჩემი თვალი თუ არ გაინტერესებთ, მთავარ ოპოზიციურ პარტიის თავმჯდომარეს ასე რომ უპირისპირდებიან ქვეყანაში მაინც და მაინც დემოკრატიის მაჩვენებელი არ არის. იმ ახალგაზრდების გამო, ვისაც თმის ღერი ჩამოუვარდა, თავის ქალაშიც ურტყეს და დაალურჯეს. დიდი იმედი არ მაქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ იქნებ ეს კანონი გაიტანოთ არჩევნებამდე, ხუთი თვეა დარჩენილი.

მე შეიძლება ამ თვალიდან ვერ გამოვიხედო, მაგრამ ქვეყანა გამოიხედავს ხუთი თვის მერე. ყოველ ჯერზე ჯგუფურად მოდიან, ერთი ერთზე არასდროს და ბოდიში, რომ ვერ გავუმკლავდი ყველას ერთად. კიდევ ერთხელ გთხოვთ, გადადეთ კანონის განხილვა არჩევნებამდე და თუ ამას არ გააკეთებთ, საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებ - გამოდით ყველა გარეთ და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები.“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

ცნობისთვის, შსს-ს განცხადებით, პარლამენტის შენობასთან გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს - დაშავდა 6 სამართალდამცველი

საკანონმდებლო ორგანოსთან, 30 აპრილის აქციაზე სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს. 

ასევე, აქციაზე დაპირისპირების დროს მსუბუქი დაზიანებები მიიღო მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძეს, რომელიც ასევე, ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. 

 სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, ჩაატარონ ეფექტიანი გამოძიება 30 აპრილის აქციაზე არაპროპორციული ძალის გამოყენების, ასევე მედიის წარმომადგენლების დაშავების ფაქტებზე

ასევე, შსს- ს განცხადებით, აქცია სრულად გასცდა მანიფესტაციის ფარგლებს, გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შსს იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებას    

რუსთაველზე მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს

ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა  ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. -  ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ

ასევე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს - რა წერია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში

საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები

ცნობისთვის,   საქართველოს პარლამენტმა  პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღ

2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..

2024 წლის 3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც,  საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.