ამ არჩევნებით წყდება არამხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის საკითხი, არამედ სამომავლო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად გადმოიბარებს ხელისუფლებას „ქართული ოცნებისგან“, ეს ძალიან მალე მოხდება და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არჩევნები როგორ ჩატარდება და შემდეგ როგორ განაგრძობს „ნაციონალური მოძრაობა“ თავის საქმიანობას" - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.
კობა ნაყოფიას თქმით, "დარეგისტრირებულთა რიცხვი დაახლოებით 50 000 ადამიანს შეადგენს. 28 იანვარს, უკვე, დილის 10:00 საათზე არჩევნებს სტარტი მიეცემა.
არჩევნები დასრულდება 30 იანვარს, დილის 10:00 საათზე. შედეგები გამოცხადდება 30-ში, კომისია სწრაფად შეიკრიბება, ვვარაუდობთ, რომ 30-ში, 12:00 საათისთვის საზოგადოებისთვის შედეგები ცნობილი იქნება. არჩევნების მსვლელობისას საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი 12:00, 15:00, 18:00 და 21:00 საათზე მოგაწვდით ყველანაირ ინფორმაციას, თუ როგორ მიმდინარეობს არჩევნები, რამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა."
ცნობისთვის, პარტია "ნაციონალურ მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას ინფორმაციით, 2023 წლის 26 იანვარს რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. დარეგისტრირდა 49 756 ამომრჩეველი.