სააკაშვილზე მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, წამყვან კაბინეტებში მსჯელობენ - ამის შესახებ ენმ-ს წევრმა კობა ნაყოფიამ, კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილს მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მუდმივი ტემპერატურის, მუდმივი წონის კარგვის რეჟიმშია ეს ადამიანი ყოველდღიურად. არის საგანგაშო ეს მდგომარეობა ნამდვილად. მისი სიცოცხლეა ნამდვილად გადასარჩენი, ამას სრული პასუხისმგებლობით ვიძახი. მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსია, რომლითაც ინტერესდებიან მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, წამყვან კაბინეტებში მიმდინარეობს ამაზე მსჯელობა. ეს უკვე ყველამ იცის და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მძაფრი, კიდევ უფრო კატეგორიულები იქნებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ამიტომ „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ და ივანიშვილს, რომ დროზე მიიღონ გადაწყვეტილება, ამავე დროს, საქართველოს პრეზიდენტსაც, დროზე მიიღონ გადაწყვეტილება, რომ გადარჩეს მისი სიცოცხლე. ხალხო, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ახლა არის საუბარი ადამიანის სიცოცხლეზე", - აღნიშნა ნაყოფიამ.