რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. დარეგისტრირდა 49 756 ამომრჩეველი.
რამ განაპირობა საზოგადოების ასეთი მძაფრი ინტერესი და აქტიურობა?
ამომრჩევლებმა, მხარდამჭერებმა ცხადად დაინახეს საფრთხე - რომ თუ არ იაქტიურებენ ამ პარტიის მართვაც ზუსტად იმავე სტილში მოხდება, როგორც იმართება ეს ქვეყანა - არაფორმალურ მმართველის მიერ. - ამის შესახებ პარტია "ნაციონალურ მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
"ხალხს უნდა რომ არაფორმალური გავლენებისგან დაიცვას და გადაარჩინოს პარტია!
ხალხს უნდა რომ პარტიაზე გავლენა ჰქონდეს ხალხს და არა ფულს. ხალხს უნდა რომ პარტია იმართებოდეს მათი რჩეულის მიერ და არა მათ მიერ, ვინც კულისებშია. ხალხს უნდა რომ პროცესები მიჰყავდეთ ლიდერებს და არა რუხი კარდინალების წარმომადგენლებს.
ფარული კენჭისყრა 28 იანვარს დაიწყება და 30 იანვარს 10 საათზე დასრულდება.
ეს არჩევნები ღირებულებითი არჩევნებია. ეს არჩევნები შეიძლება დასრულდეს ორი შედეგით.
ან პარტია არათუ გადარჩება, მნიშვნელოვნად გაძლიერდება - გაიზრდება როგორც მხარდამჭერთა რაოდენობა, ისე ნდობა მის მიმართ, ან საბოლოოდ დაკარგავს ამ შანსს და გადავა სულის ღაფვის რეჟიმში.
კენჭისყრა იქნება ფარული. ვერავინ ვერ გაიგებს ვინ ვის მისცა ხმა და იმედია დამარცხებული აღიარებს არჩევნების შედეგებს და მიულოცავს გამარჯვებულს.
აუცილებლად გავიმარჯვებთ ღირსებით და სიმართლით!" - წერს ნიკა მელია.