საკმაოდ ფრთხილი ვარ ყველა განცხადებებში, მაგრამ ე.წ. აგენტების კანონის მიღებას, უნდა შეხვდეს სერიოზული წინააღმდეგობა - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
„რაც ყველაზე საგულისხმო არის, ის რომ საქართველოს ხელისუფლება. ამ პირობებში, როდესაც ველოდებით კანდიდატის სტატუსს, როდესაც მნიშვნელოვანი ფანჯარაა გახსნილი ევროპასთან მიმართებაში უკრაინის გამო, უკრაინელების თავდადების ფონზე, ამ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებას ყოფნის თავხედობა, რომ ეს კანონმდებლობა, განხილვის დონეც კი შემოიტანოს პარლამენტში, ეს არის წარმოუდგენელი. მე ძალიან ფრთხილი ვარ ყველა განცხადებებში, მაგრამ ამ კანონმდებლობის მიღებას უნდა შეხვდეს სერიოზული წინააღმდეგობა, ყველა ეტაპზე“- აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.