საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია იურიდიული დახმარების სამსახურთან დაკავშირებით ინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმიანება და მზადყოფნას აცხადებს აღნიშნული კანონის პროექტის ცვლილებების განხილვის პროცესში ჩაერთოს.

ასოციაციის შეფასებით, ნებისმიერი ცვლილება უნდა ემსახურებოდეს ადვოკატის პროფესიული საქმიანობის დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის განმტკიცებას.

ამასთან, ინიციირებულმა ცვლილებებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას დაცვის უფლების ეფექტიან განხორციელებასა და მართლმსაჯულების ხარისხიან ადმინისტრირებას.