სალომე ზურაბიშვილს მოუწევს, როგორც ჩამოფრინდა იქიდან ტრადიციების, ღირსების, ადათწესების გათვალისწინების გარეშე, ასე დარჩება მარტოსული და ამით გაფრინდება უკან, საიდანაც ჩამოვიდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„14 დეკემბერს ჩვენ გვაქვს არჩევნები, სადაც ჩვენს მიერ წარმოდგენილია კანდიდატი, ბატონი მიხეილ ყაველაშვილი, ღირსეული ქართველი, მაგარი ბიჭი და ზუსტად ვიცით, რომ პირველივე ტურში მოვიგებთ არჩევნებს. რაც შეეხება ზურაბიშვილს, ადეკვატურობა აქვს დაკარგული ქალს. იმდენად კომფორტშია და იმდენად მოეწონა ეს როლი, რომ უკვე თავის თავს აძლევს უფლებას, მეორედ დაარღვიოს კონსტიტუცია. ერთხელ ხომ დაარღვია, რაც დავუმტკიცეთ, მეორედ დაარღვევს და ახლა თუ მოგვიწია მისი გამოყვანა ძალით, მერე ნახეთ თქვენ. ჯერ ხომ იქ შეგვარცხვინა, რომ მიეჭრა ამერიკის პრეზიდენტს. გადარეული იყო ის კაცი, ფეხზეც კი არ წამოუდგა. ასეთი უავტორიტეტო, ყოველგვარი ღირსებისგან დაცლილი პრეზიდენტი საქართველოს არ შეშვენიდა და კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდით საქართველოს საზოგადოებას, რომ ასეთი პრეზიდენტი წარვუდგინეთ და ავარჩევინეთ. ეს არასდროს განმეორდება მომავალში“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მისივე თქმით, თავის დროზე სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა შეცდომა იყო.
„მარტივად, ზურაბიშვილს მოუწევს, როგორც ჩამოფრინდა იქიდან ყოველგვარი ადგილობრივი ნიუანსების, ტრადიციების, ღირსების, ადათწესების გათვალისწინების გარეშე, აი, ასე დარჩება მარტოსული და ამით გაფრინდება უკან, საიდანაც ჩამოვიდა. ჩვენ დავრწმუნდით, რომ ეს ქალბატონი არასდროს ასახავდა საქართველოს სულს, არასდროს გამოხატავდა ქართულ ღირებულებებს, ტრადიციებს, ღირსებას და უნდა ვაღიაროთ, რომ ეს შეცდომა იქნა დაშვებული, როცა შევარჩიეთ ეს კანდიდატურა. წააგებს და გაჰყვება თავის გზას მადამ მავნებელი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.