გერმანიის ელჩს თავისი უფლება-მოვალეობები ცოტა არეული აქვს. მგონია, ფუნქცია-მოვალეობებში დაბნეული და დაკარგულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას გერმანიის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა მალე შეიცვლება, რადგან უკრაინაში შექმნილმა პროცესებმა შექმნა ის ფაქტორები, რამაც ეკონომიკა გაზარდა, თუმცა ეს დროებითია“.

მისი თქმით, ბატონმა ფიშერმა კარგად უნდა გაიაზროს თავისი უფლება-მოვალეობები.

„ამ ტონალობაში დამოუკიდებელი ქვეყნის ხელისუფლებას არ უნდა ელაპარაკო. მით უმეტეს, თქვენ, რომელიც დაგნიშნეს, ლეგიტიმაცია გაქვთ თუ არა, ეგეც არ ვიცი. დაიშალა მთავრობა, რომელმაც თქვენ დაგნიშნათ და იმდენს ბედავთ, რომ პოლემიკაში შედიხართ და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებთ.

რაც შეეხება ეკონომიკის მიმართულებას, ეტყობა ეგ ნიუანსი გამოგრჩათ. რომ იცოდეთ, სწორედ აღმოსავლეთ ევროპიდან თქვენმა მეგობრებმა გადაასწრეს საქართველოს, მაგალითად, რუსეთთან ვაჭრობაში ღვინის მიმართულებით. ნახეთ ლატვია და სხვა ქვეყნები. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ორმაგ სტანდარტზე. თქვენ თუ რადიკალების მომხრე ხართ, ეს თქვენთვის შეინახეთ, თქვენს მანდატს არ შეეფერება. მინდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართო, იქნებ ამ ელჩის აქ მოღვაწეობით დაინტერესდეს და ვისურვებდი, ამ ელჩის გაწვევის პროცედურა დავიწყოთ, რადგან ის არ შეესაბამება იმ მანდატს, რა მანდატითაც აქ არის. არ მგონია, მან შეძლოს გერმანელი და ქართველი ხალხის ურთიერთობაში რამე პოზიტიურის შეტანა. პირიქით მგონია, რომ ის მავნებლობს. არ ვიცი, რა დაკვეთა აქვს. ფაქტობრივად, იგივე როთია, როთი ორი.

მინდა ამ როთებს მივმართო, რომ ის მთავრობა, რომელმაც თქვენ დაგნიშნათ, შოლცის მთავრობა ჩამოშლილია, დაინგრა კოალიცია და თქვენ ლეგიტიმაცია არ გაქვთ, ამ ტონალობაში ელაპარაკებით 54%-ით არჩეულ მთავრობას. ამას არ გაგიტარებთ. მე კიდევ ერთხელ მივმართავ საგარეო საქმეთა საკინისტრის და ახალ მინისტრს, ალბათ ამის შესახებ ვთხოვ, რომ ამ პერსონით დაინტერესდეს, რასთან გვაქვს საქმე – გერმანის ელჩი, რომელიც არ შეესაბამება თავისი განცხადებებითა და ქმედებებით ელჩის მანდატს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.