ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარის აღმართში და-ძმის ცხედარი, სახლთან ახლოს იპოვეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, არცერთ მათგანს დაზიანების კვალი არ აღენიშნება და ორივე მათგანის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.




