„ნიკა გვარამიას გზავნილი არის ძალიან ზუსტი, ახლა არ არის დაპირისპირების დრო, პირიქით, უნდა გავერთიანდეთ რუსი ოლიგარქის ავტოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ.“ - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
„ნიკა გვარამიას გზავნილი არის ძალიან სწორი და ზუსტი მაშინ, როდესაც რუსი ოლიგარქი ივანიშვილის სახით, შენ ებრძვი ფაქტობრივად, კრემლის ფილიალს საქართველოში. ახლა დაყოფის, დაპირისპირების, წარსული კომპლექსების დრო არ არის, უნდა გავერთიანდეთ ყველა პროდასავლური ოპოზიცია და ერთად უნდა შევებრძოლოთ რუს ოლიგარქ ივანიშვილს,რომ შევქმნათ ის სინერგია, რომელიც საჭირო იქნება მისი ავტოკრატიული რეჟიმის დასამარცხებლად.“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: დაიწყეთ ერთმანეთთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან! შეეშვით წარსულს და მუდმივად უკან ნუ იხედებით!