ჩვენი გუნდის ზოგიერთი წევრის განცხადება „ქართული ოცნების“ მესიჯებს ემთხვევა - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ირაკლი ნადირაძე „ტვ პირველის“ ეთერში თანაგუნდელის, ბაჩო დოლიძის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ 9 აპრილს დაანონსებულ აქციაზე ტელევიზიით შეიტყვეს. ამასთან დასძინა, რომ ამ თარიღის პოლიტიზირება არ უნდა მომხდარიყო.
„ყველა აქტივისტს და ყველა მხარდამჭერს, რა თქმა უნდა, სათითაოდ ვერ დავურეკავდით, თუმცა ინფორმირება მოხდა საჯაროდ, კომუნიკაციებით, ბევრი სხვადასხვა წყაროებით. რაც ყველაზე მთავარია, ხვალინდელ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა მიხეილ სააკაშვილმა, ამაზე მეტი რა უნდა ვთქვა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი მოგიწოდებს, ადამიანი უმძიმეს მდგომარეობაშია და ხვალ 9 აპრილს ყველანი 5 საათზე უნდა ვიყოთ პარლამენტათ. ამ დროს, შენი გუნდის წევრები სხვა განცხადებას აკეთებენ და „ქართული ოცნების“ მესიჯებს ემთხვევიან, რომ თურმე 9 აპრილი რაღაცა სხვა თარიღია“,- აღნიშნა ირაკლი ნადირაძემ.