საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 10 მსჯავრდადებული შეიწყალა. თუმცა მათ შორის არ არის მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
„ჩვენ ერთის მხრივ გვესმის სალომე ზურაბიშვილის კრიტიკა „ქართული ოცნების“ და ხელისუფლების მიმართ, ასევე მისი მოწოდებები, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ შესრულდეს 12 პუნქტიანი გეგმა, მაგრამ მეორეს მხრივ, როდესაც საქმე საქმეზე მიდგება და შეიძლება გამოიყენოს მისი ექსკლუზიური უფლებამოსილება, რომ შეიწყალოს პოლიტიკური პატიმრები, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას სახით და გამოიყენოს მან თავისი დისკრეციული უფლება, ამ დროს ვხედავთ, რომ ამას არა აკეთებს, ამიტომ ძალიან ბევრ ადამიანს, ვისაც გვსურს ევროპული მომავალი, ვისაც გვსურს, რომ შესრულდეს 12 პუნქტიანი გეგმა, გვიჩნდება ძალიან ბევრი კითხვა სალომე ზურაბიშვილთან მიმართებით სამწუხაროა, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ჰქონდა ძალიან ბევრ ადამიანს მოლოდინი, რომ თუნდაც ეს ერთი პუნქტი შესრულდებოდა და ამაში მონაწილეობას მიიღებდა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი.“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ.