მთავრობის ადმინისტრაციასთან ჩინეთის კედლის ზომის ჯებირებიც რომ ააგონ, გაბრაზებული ხალხისგან ვერ უშველით - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
„კორუმპირებული შევარდნაძის შემდეგ, აღარ ყოფილა ჯებირები. ეს ჯებირები დაანგრია მიხეილ სააკაშვილმა, დაანგრია ზურაბ ჟვანიამ და მას შემდეგ აქ ადამიანებს თავისუფლად შეძლოთ შეკრება. იციან, რომ 9 აპრილს იქნება ძალიან ბევრი ადამიანი. იციან, რომ არიან ძალიან დიდ საერთაშორისო იზოლაციაში და ახლა ხალხისგან იზოლირებას და დისტანცირებას ცდილობენ. ეს ჯებირები კი არა, ჩინეთის კედლის ზომის ჯებირები რომ ააშენონ, ვერ უშველის ამ მთავრობას გაბრაზებული ხალხისგან“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.