ირაკლი კობახიძემ ბოდიში მოიხადა, რაც კარგი საქციელია -  იმ ხალხს რა გეშველებათ, განვლილმა ათწლეულებმა რომ ვერაფერი გასწავლათ - ამის შესახებ ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, ირაკლი მელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ირაკლი კობახიძემ ბოდიში მოიხადა ჯელაძის მიმართ ძალიან არასწორად ნათქვამზე, რაც კარგი საქციელია, მიუხედავად იმისა ვინ როგორ თვლის, მიხვდა რომ შეეშალა და იმიტომ მოიხადა ბოდიში, თუ მიხვდა, რომ მის ნათქვამზე  ხალხი გაბრაზდა და იმიტომ. აი, ან იმ დეპუტატებს რა გეშველებათ, ან იმ ხალხს, განვლილმა ათწლეულებმა ვერაფერი რომ ვერ გასწავლათ, ხელისუფლების ერთგულებად და მხარდაჭერად მის ნებისმიერი შეცდომის ტაშისკვრით  და კრიტიკოსების ლანძღვა გინებით გაპრავება მიგაჩნიათ და ახლაც, ამ ორ დღეში ენა რომ აიქავეთ თუ  ფეისბუქზე კაკუნით ხელები გადაიქლიცეთ  მისი არასწორად ნათქვამის "გაპრავებაში"?  
ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობსო, სულელი თავისაზეო, ჩვენ ვინღა ვართ, ვერც ერთი, რომ ვერ შევძელით? რამდენი წელი უნდა გაგრძელდეს ერთი და იგივე?მოსეს 40 წელიც გადის უკვე და ჩვენი საშველი მაინც არ ჩანს“,- წერს მელაშვილი.