ღარიბაშვილის გაშავების მიზნით გამოიყვანო ისე, რომ თითქოს შოლცი „ყურის ასაწევად" იბარებს, მძიმე იდეოლოგიური შეცდომაა - ამის შესახებ ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, ირაკლი მელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს ოპოზიციურ არხებზე ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ღარიბაშვილი შოლცმა "დაიბარა". მესმის, რომ ამით გინდათ ღარიბაშვილი დაამციროთ, სინამდვილეში კი ზუსტად იმ ნარატივის გავრცელებას უწყობთ ხელს, რომელსაც უკვე წლებია ანტიდასავლელი, პრორუსი პროპაგანდისტები ავრცელებენ, რომ დასავლეთი ახალი ცკ-აა, რომ ვაშინგტონი ახალი პოლიტბიუროა და ა.შ. მე ვფქრობ, რომ ძალიან არასწორია ასე საუბარი იმ ჟურნალისტების მხრიდან რომლებიც საკუთარ თავს პროდასავლელ და ევროატლანტიკური კურსის დამცველ ჟურნალისტებს უწოდებენ. (ამ კუთხით ბევრი მათგანის გულწრფელობაში ეჭვიც არ მეპარება ) მაგრამ დღეს ღარიბაშვილის დამცირებისა და მისი გაშავები სურვილში გამოიყვანო ისე, რომ დასავლეთის დედაქალაქებში საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს ხელმძღვანელს "ყურის ასაწევად" იბარებენ, ისე როგორც სსრკ-ს დროს პოლიტბიურპოზე იბარებდნენ საქართველოს ცკ-ს პირველ მდივნებს, მძიმე პოლიტიკური და იდეოლოგიური შეცდომაა. თქვენ მცდარი პარალელების, არასწორი, ანტიდასავლული შეხედულებების გავრცელებას უწყობთ ხელს და ამით თქვენს ოპონენტებს აძლევთ სალაპარაკოს. იმედია მიიღებთ ამ მეგობრულ შენიშვნას“,- წერს მელაშვილი.