„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციის არყოფნა მათი მხრიდან „ჟურნალისტებთან კეკლუცობის“ სურვილით ახსნა. 

როგორც მაჭარაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, პირადად მას კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად წინააღმდეგობა არ შეხვედრია.

„მე გამოვედი სახლიდან ცხრის თხუთმეტ წუთზე და მოვედი პარლამენტში ცხრას რომ აკლდა თხუთმეტი წუთი. ოპოზიცია ღამის ათი საათიდან იქ იდგა და დააგვიანა კომიტეტზე. ეს არის რეალობა. კომიტეტი დაიწყო ცხრა საათზე, როგორც იყო ჩანიშნული, იკითხა მომხსენებელმა იყო თუ არა რედაქციული შენიშვნები. შენიშვნები არ იყო და ამის შემდეგ გადავედით კენჭისყრის პროცედურაზე. მორჩა კომიტეტი, გამოვედით გარეთ და ოპოზიცია კეკლუცობდა - ზოგი მარცხენა მხარეს იყო თავდახრილი, ზოგი მარჯვენა მხარეს და კეკლუცობდნენ ჟურნალისტებთან. იმაზე ნერვიულობენ, რომ მომხრეები ღამის ათი საათიდან იქ დააყუდეს, ღამე გაათენებინეს, თავად კი მაინც დააგვიანეს კომიტეტზე,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები დასრულდა

პრეზიდენტმა განაცხადა: 1 ნოემბრისთვის გადაიტანეთ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონის ამოქმედების ვადა - არჩევნების მერე, ვინც მოვა ხელისუფლებაში, ის გადაწყვეტს, ეს კანონი რუსულია, თუ რაიმე სხვა კანონის გადამღერება  

ასევე, პრემიერის თქმით, ხვალ და ზეგ საქართველოს პარლამენტი გეგმავს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას მესამე მოსმენით - გადაწყვეტილებები მიიღება ხალხის უმრავლესობის ინტერესების შესაბამისად

 პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

ვენეციის კომისია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტზე დასკვნას საქართველოს პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებამდე გამოაქვეყნებს

შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა  ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. -  ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ

ასევე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს - რა წერია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში

საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები

 საქართველოს პარლამენტმა  პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღ

2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..

2024 წლის 3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც,  საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება

c