გუშინ ვიხილეთ ის, რასაც ყოველთვის ვამბობდით, ეს ხალხი რევოლუციას აპირებს და ამის პირდაპირი მცდელობა იყო, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„კანონპროექტის განხილვის შემდგებ ვიხილეთ ის, რასაც ყოველთვის ვამბობდით, ეს ხალხი რევოლუციას აპირებს და იყო პირდაპირი მცდელობა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტში მედიასთან საუბარში.
გურამ მაჭარაშვილის მიერ განცხადების გაკეთების დროს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ანა წითლიძე და თინა ბოკუჩავა დეპუტატს „მოღალატეს, მონას“ უწოდებდნენ.