ვერცერთ კანონს ვერ იღებს პარლამენტი - ოპოზიციამ შევძელით უპირატესობა აგვეღო - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„სისტემა შიშველია. ამ წინააღმდეგობით დადასტურებულია, რომ „კლანი“ არსებობს და მას „ქართული ოცნება“ მფარველობს. თუ საგამოძიებო კომისია შეიქმნება, კიდევ მეტ მტკიცებულებას წარვადგენთ.
ვერცერთ კანონს ვერ იღებს პარლამენტი. ვერცერთი მათთვის სასურველი კანონის კენჭისყრა ვერ ხდება. ფაქტობრივად, ოპოზიციამ, რომელიც უმცირესობაშია, შევძელით ის, რომ უპირატესობა აგვეღო“, - განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა.