გამოსავალი არის ერთიანობაში, თავგანწირვაში, ერთად დგომაში - ხელისუფლების ცვლილება მოახლოებულია - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„ჩვენთვის მთავარი არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, მით უმეტეს, რომ ხელისუფლება, რუსეთთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალა „ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი. ისინი მტრად აცხადებენ ჩვენს მეგობრებს, ხოლო მტერი, რუსეთის სახით, უნდათ, რომ მეგობრად გამოგვიცხადონ. ამას არ შევეგუებით. გამოსავალი არის ერთიანობაში, თავგანწირვაში, ერთად დგომაში. ამის პარალელურად აქტიური მუშაობა უნდა დავიწყოთ მოქალაქეებთან, რათა შევქმნათ რეფორმების პაკეტი. ხელისუფლების ცვლილება მოახლოებულია და ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რა რეფორმების გატარებას ვაპირებთ საქართველოში”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.