24 თებერვლის აქცია იყო პირველი მერცხალი - დავინახეთ, რომ ჩვენ ვარსებობთ - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ჩემი აზრით 24 თებერვალი იყო პირველი მერცხალი იმისა, რომ ყველამ დავინახეთ, რომ ჩვენ ვარსებობთ. პირდაპირ გეტყვით და ამასაც არ დავმალავ, მათ შორის მარტში უკვე აქციებს გაცილებით მეტი დამაჯერებლობა შესძინა, მათ შორის ჩვენს მოქმედებებსაც პარლამენტში, გაცილებით მეტი დამაჯერებლობა შესძინა 24 თებერვლის აქციებმა“- აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.