ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, მოადგილეებთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია ხორციელდება სოფელ წითელხევში ჩივაძეებისა და შათირიშვილების უბანში. ასფალტის საფარი დაიგება და მოეწყობა სანიაღვრეები სოფელ როკითის შემოვლით გზაზე.
მიმდინარე სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.










