"ივანიშვილის რეჟიმს არაფერი გამოსავალი არ აქვს, გადარა იმისა, რომ დათანხმდნენ პატიმრების გათავისუფლებას და რიგგარეშე არჩევნებს. ვერავის მხრიდან მსგავსი განცხადებები ვერ უშველის. უნგრეთი აქამდეც ბევრს ბაქიბუქობდა, მაგრამ შემდგომ ეთანხმებოდა საერთო ევროპულ გადაწყვეტილებებს, ვერასდროს წავიდა საერთო ევროპული გადაწყვეტილებების წინააღმდეგ." – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე, რომ უნგრეთი საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს ვეტოს დადებს.

" ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილის რეჟიმს არ აქვს აღიარება ევროკავშირის მხრიდან, ივანიშვილის რეჟიმს მშვიდობის ნაცვლად, მოაქვს ქაოსი ქვეყანაში, დეზინფორმაცია მას ვერ უშველის. ერთადერთი გამოსავალი, რაც მათ აქვთ, არის პატიმრების სასწრაფო გათავისუფლება და ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩანიშვნა. ყველა დამნაშავე არათუ სანქციების ქვეშ უნდა მოექცეს, არამედ გარანტიას გაძლევთ, ჰააგის ტრიბუნალზე წარდგენილი იქნება სრულფასოვანი საქმე, რეჟიმის ყველა მონაწილე იქნება საერთაშორისო ტრიბუნალზე წარდგენილი სისხლის სამართლის პასუხიმგებლობის თვალსაზრისით. დაწყებული ივანიშვილიდან, დამთავრებული იმ მოძალადემდე, რომელიც ადამიანებს თავპირს ამტვრევს. სანქციები მხოლოდ საწყისია, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიეცემიან ჰააგის ტრინუბალზე ეს ადამიანები“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.