ღამით აქციაზე იყო ოპოზიციის ლიდერთა ნაწილი. კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განმარტებით, პროტესტი არ გაჩერდება, მთავარ მოთხოვნად კი კვლავ ხელახალი არჩევნები რჩება.
"ამ ყველაფერს ახალი არჩევნების, მთავრობიდან, ხელისუფლებიდან თვითმარქვია ხალხის ჩამოშორებისა და პოლიციის სრული დეპოლიტიზების გარდა არაფერი უშველის. არავინ არ აპირებს გაჩერებას. ეს არის კონკრეტული მიზანი - ამით ჩვენ წავალთ სწრაფად ევროკავშირისკენ," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.