ჩვენ ვართ უმრავლესობაში, უბრალოდ დღეს უმცირესობა მართავს უმრავლესობას და ამ ბედუკუღმართობას მალე შევცვლით - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა არის ის, რომ რასაც ვიტყვით ის უნდა გავაკეთოთ, ცრუმოლოდინები არ უნდა გააჩინოთ, ტყუილები არ უნდა ვილაპარაკოთ და ნაბიჯ-ნაბიჯ დარწმუნებული ვარ, გამარჯვებამდე მივალთ.
80% ვართ ჩვენ, ისინი არიან უმცირესობაში, უბრალოდ ის უმცირესობა მართავს ახლა უმრავლესობას და ამ ბედუკუღმართობას მალე შევცვლით, ოპტიმისტურად ვარ და მინდა საზოგადოებასაც ვუთხრა, პესიმიზმი, ნიჰილიზმი არის მთავარი მტერი ჩვენი. რა გვაქვს საპესიმისტო ხალხნო?! „ქართული ოცნება“ ვერ გამოიყვანს ამდენ ადამიანს „მარშუტკებისა“ და ავტობუსების გარეშე თბილისში“- აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.