თუ სალომე ზურაბიშვილს უკრაინაში მგზავრობის და ბილეთის პრობლემა აქვს, შემიძლია დავუორგანიზო - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„საერთოდ, სალომე ზურაბიშვილის მიმართებაში ნდობა მაქვს დაბალი. მთელი ერთი წელი გავიდა და უკრაინაში აქამდეც რომ ჩასულიყო, პრობლემა არ იყო. თუ მგზავრობის და ბილეთის პრობლემა აქვს, მე შემიძლია დავუორგანიზო, რომ იქ ჩავიდეს, ისევე როგორც მაგალითად ელენე ხოშტარია, ჩვენი საინიციატივო ჯგუფის სახელით დღეს იმყოფება კიევში. ამიტომ, თუ გინდა ამას ყოველთვის გააკეთებ. დღეს სხვათა შორის, აქციაზე არავის უთქვამს მისთვის, რომ არ შეუძლია მოვიდეს ხალხთან ერთად შეკრებაზე და მოვიდეს. ვფიქრობ, ესეც გზავნილი იქნება, თუ სად დგას სალომე ზურაბიშვილი“- აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.