კობახიძეს ვეუბნები - ვაშაძე "ტუტ". ხვალ იქნება ქართული ეროვნული ენერგიის ზეიმი - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„ჩემი ღირსება, როგორც საქართველოს მოქალაქის, შებღალა კობახიძე-ივანიშვილ-ღარიბაშვილის ღალატის დაჯგუფებამ, რომელიც მტრის მხარეს არის. ხვალ იქნება ქართული ეროვნული ენერგიის ზეიმი ჩემთვის. ეს არის ღირსების აღდგენის დღე და ჩვენ ღირსეულად ყველანი უნდა შევიკრიბოთ“ - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.