დღეს ყველამ უნდა ვიზეიმოთ, არავინ უნდა ვეცადოთ გამოვყოთ ჩვენი წვლილი - ჩვენი წვლილი აქ მინიმალურია, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„გილოცავთ! ეს საქართველოს, ქართველი ხალხის გამარჯვებაა, განსაკუთრებით ახალგაზრდების. ეს გამარჯვება, რა თქმა უნდა, ეძღვნებათ, ჩვენს წინაპრებს, რომლებიც საუკუნეები იბრძოდნენ სიცოცხლის ფასად, იმისთვის, რომ ჩვენი სამშობლო გამხდარიყო ქრისტიანული ევროპის ნაწილი, დღეს ყველამ უნდა ვიზეიმოთ, ყველამ ერთად, არავინ უნდა ვეცადოთ გამოვყოთ ჩვენი წვლილი, იმიტომ, რომ ჩვენი წვლილი აქ მინიმალურია,“ - ამბობს გახარია.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.