საქართველოს პარლამენტმა უარი თქვა, რომ თანამდებობის პირებს დეკლარაციის ვალდებულება ჰქონოდა არა მხოლოდ თავიანთი პირადი, არამედ უახლოესი ნათესავების და ამ პარლამენტის თავმჯდომარე გამოდის რაღაცას ბოდიალობს, სისულელეებს, რომელსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ქვეყანაში გადაწყვეტილება როგორ მიიღება, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„პარლამენტში მოვითხოვეთ საგამოძიებო კომისიის შექმნა ქოლ-ცენტრების გამოძიებისთვის, მეორე, მოვითხოვეთ, მთავრობის წევრებისა და საჯარო მოხელეების ვალდებულება, რომ ამ ქონებრივ დეკლარაციებში არა მარტო თვითონ, არამედ უახლოესი ნათესავებიც აღრიცხონ, იმიტომ, რომ აგერ იყო მაგალითი მამის, ოჯახის წევრების, დების, ამის საშუალებით ხდება - სულელი აქ არავინ არ არის და საქართველოს პარლამენტმა უარი თქვა, რომ თანამდებობის პირებს დეკლარაციის ვალდებულება ჰქონოდა არა მხოლოდ თავიანთი პირადი, არამედ უახლოესი ნათესავების და ამ პარლამენტის თავმჯდომარე გამოდის რაღაცას ბოდიალობს, სისულელეებს, რომელსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ქვეყანაში გადაწყვეტილება როგორ მიიღება, ახლოს არ მიუშვებენ. რა თქმა უნდა, დღევანდელ გაჭირვებულ საქართველოში, რომელშიც ყოველწლიურად სოციალურად დაუცველთა რაოდენობა იზრდება და საქართველოში, სადაც ადამიანები გარბიან, მეორე მხრივ, ვიღაც გამოდის და ამბობს, რომ ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს - სტატისტიკურად რომ შეხედავ ეს დასტურდება, მარტივი კითხვა იბადება, სად მიდის ეს დოვლათი. მე სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ საქართველოსნაირ ქვეყანაში, ნებისმიერი ფორმის კორუფცია, უბრალოდ, ამორალური, არაკანონიერი ან დანაშაული კი არ არის, ქვეყნის დანაშაულია“, - ამბობს გახარია.