2024 და 2025 წელს, თქვენმა თაობამ თავისი სიტყვა უნდა უთხრას დღევანდელ პოლიტიკურ ელიტას, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება აღარ გსურთ და რომ მოვიდა დრო, საბჭოთა ელიტა პოლიტიკაში და ქვეყნის ცხოვრების კიდევ ბევრ სხვა განზომილებაში, უნდა შეიცვალოს... თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, ელიტები რამდენჯერმე შეიცვალა, ჩვენთან კი - ერთი და იგივე... ერთი და იგივე ადამიანები, ერთი და იგივე სახეები, ან მათი შვილები, შვილიშვილები და ა.შ. ეს უნდა შეიცვალოს!“ - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.
„საქართველოს, ადამიანური რესურსის გარდა, სხვა აქტივი არ გააჩნია, საქართველოს ყველაზე მთავარი აქტივი არის ადამიანური რესურსი. წარმოიდგინეთ, ქვეყანაში, სადაც კორუმპირებული ელიტებია, ქვეყანაში სადაც კორუფცია ყვავის, ქვეყანაში, სადაც ნეპოტიზმი არის სოციალური ლიფტების ერთადერთი შესაძლებლობა, ეს ახალგაზრდა ერთხელ ცდის, მეორედ ცდის, მესამეჯერ და ბოლოს წავა იქ, სადაც სამართლიანი და კონკურენტული გარემოა. ეს არის უიმედობა, სხვა კი არაფერი?! ამიტომ ეს ყველაფერი შესაცვლელია, შესაცვლელია არჩევნებით, არჩევნებით!“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.