"ძალიან კარგად მახსოვს, ამ ქვეყნიდან რომ მოვდიოდი რამხელა ენერგია გვიჯდებოდა იმის ახსნა, , რომ ჩვენ რუსები არ ვართ. იმიტომ რომ სადაც არ უნდა წასულიყავი, არავინ იცოდა საქართველო, ყველა გეუბნებოდა რუსი ხარო." - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
"ქვეყანას დასჭირდა უამრავი წელი იმისთვის, რომ აეხსნა მსოფლიოსთვის, რომ ჩვენ, რუსეთის დაპყრობილი ნაწილი ვიყავით. ახლა ვართ დამოუკიდებელი ქვეყანაა და უზარმაზარ ისტორიით 1000-წლეულობით , ბევრად უფრო ძველით ვიდრე რუსეთი და ასე შემდეგ. აღარ მინდა კიდევ ერთხელ ჩემმა შვილმა უმტკიცოს მსოფლიოს რომ, რუსი არ არის.
რა გირჩევნიათ, რა უკეთესია მაგალითად რომ 10, 15 და 20 წლის შემდეგ მსოფლიო ჩვენ აღგვიქვამდეს ევროპის ნაწილად თუ რუსეთის ნაწილად? მე ვერ ვხვდები საერთოდ ეს ადამიანები (ქართული ოცნების წარმომადგენლები) ამ არჩევანს, აი ამ შედარებას რომ აკეთებენ. მე ამას რომ ვლაპარაკობ, ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა არ უნდა გვქონდეს - რა თქმა უნდა, უნდა გვქონდეს. მეზობლებს არ ირჩევენ. გვარგუნა ღმერთმა ამხელა, უზარმაზარი სახელმწიფო, იმპერიალისტური და რომლის იმპერიულ ზრახვებს ვერასოდეს ვერავინ ვერ შეცვლის. ვერასოდეს!
ახლა ევროპელებს და ამერიკელებს თუ აქვთ ილუზია იმის, რომ რუსეთში შეიძლება დემოკრატიული ცვლილებები მოქმედებს, ჩვენ ხომ ვიცით, რომ რუსეთი დემოკრატიულ იქნება თუ არადემოკრატიული იქნება, იმის იმპერიალისტური ზრახვები საქართველოს მიმართ არასოდეს გაქრება. უბრალოდ ისინი ბუნებრივად არ არიან დაინტერესებული იმაში, რომ საქართველო იყოს ძლიერი სახელმწიფოს. ისინი არიან დაინტერესებული რომ საქართველო კარგი ქვეყანა იყოს. ჩამოვიდნენე ქუთაისში, იგულაობ, კარგი დალიონ, ჭამონ და მერე წავიდნენ.
აი, ასეთები იყავით, ოღონდ სახელმწიფო არ იყოთ. გვიყვარს თქვენი ცეკვა, თქვენი სიმღერა, თქვენი ხაჭაპური, თქვენი ხინკალი, მაგრამ, როგორც კი შენ საუბრობ მე სახელმწიფო ვარ, მე ჩემი ინტერესები მაქვს, ეს ჩემი ტერიტორიაა, რომლის ანექსიასაც ახლა აპირებ, ეგეთები არ მოსწონხარ. აი , ხაჭაპურის დონეზე თუ გაჩერდები, ჩემი თავი შემოგევლოსო გეტყვიან. მაგრამ, ხაჭარურის იქით თუ მოგინდა და იტყვი, ეს ჩემი საზღვარია, შავ ზღვაზე ჩემი უფლებები მაქვს, ამაზე როგორც კი იწყებ ლაპარაკს, მერე გეუბნებიან არაო.
რა? ქართული ფრესკები რუსებმა და ჩამორეცხეს? თუ ბაგრატიონების რუსებმა არ გაგვიუქმეს? თუ ავტოკეფალია რუსებმა არ წაგვართვეს? ეს ყოველთვის ასე იქნება და ვიღაცას რომ ჰგონია ეგეთ წოდებული "ფეიკი" ტყუილით, ფულის კეთებით, პრაგმატული პოლიტიკის გარიგებებით და ენის მოჩლექით რუსეთისგან რაღაც დათმობას მიიღებს, ვერაფერს ვერ მიიღებს. პირიქით, ეს მათი სახელმწიფოებრივი აზროვნება, ყველაზე მეტად რასაც გრძნობს, ეს არის სისუსტე! როგორც კი დაინახავენ სისუსტეს, ისე მიაწვებიან ჩექმით...აი, აგერ ნახავთ, ხომ ჰგონიათ, ისინი რაღაც სუპერ პრაგმატული ტიპები არიან, ყველაზე ცუდად რუსული ჩექმა მოხდება ამათ (ქართული ოცნება), აგერ ნახავთ" - განაცხადა გიორგი გახარიამ შეხვედრაზე.