ვხედავთ, რომ „ოცნების“ ჩაწოლისა და არ გაღიზიანების პოლიტიკა რუსეთის სტრატეგიას ვერ შეეწინააღმდეგება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც რუსეთი ოჩამჩირეში არსებულ ბაზაზე სამხედრო ხომალდების განთავსებას აპირებს.
„ჩვენი ხელისუფლება სუპერაქტიური უნდა იყოს და ამ საკითხის წინ წამოწევას ყველგან უნდა ცდილობდეს, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ მათი ჩაწოლისა და არ გაღიზიანების პოლიტიკა, როცა ასეთი სიტუაციაშიც კი არაფერი არ უნდა თქვა, გარდა მცირე განცხადებებისა, არ არის პოლიტიკა, რომელიც ამგვარ სტრატეგიას შეეწინააღმდეგება.
რამდენი ხანია არ მოგვისმენია მაგალითად, 12 აგვისტოს შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, მოწოდება და ზეწოლა?! - ამ შეთანხმებით, რუსეთმა თავისი ჯარი, უნდა გაიყვანოს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ პირიქითაა. ისინი ჩვენს ტერიტორიებს უახლოვდებიან, მათ შორის, ოჩამჩირეში არსებული ბაზის განვითარებით“ , - განაცხადა გიგი წერეთელმა.