ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ენმ-ს მიერ შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის პარლამენტში ინტერპელაციისთვის დაბარების ინიციატივას გამოეხმაურა.
როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა არსებობს არამხოლოდ ერთ უწყებასთან მიმართებით.
„ამ პარლამენტის მთავარი ამოცანაა, რომ მთავრობას ხელი დააფაროს, არცერთ შეკითხვას პასუხი არ გაეცეს და ამგვარი ინტერპელაციები გამოყენებული იქნეს ოპოზიციის გასალანძღად, დასაჩაგრად და ხელისუფლების საუკეთესოდ წარმოსაჩენად“ - თქვა გიგი წერეთელმა