„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, გიგი წერეთლის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ 5%-იან ბარიერს არ დაწევს, მაშინ პარტიები უნდა გამსხვილდნენ.
„ყველგან არის მსჯელობა ვის ვისთან შეუძლია გაერთიანება. ამასთან, კანონიც უნდა იყოს, დღეს ბლოკების შექმნა არ შეიძლება. ეს არჩევნები იქნება დემარკაციის ხაზით: დასავლური ორიენტაცია თუ პრორუსული ორიენტაცია. შესაბამისად, დასავლურ ფლანგზეც რა პოლიტიკური პარტიებიც არიან, მათ შეუძლიათ დაახლოება. როცა ბევრ ცუდს ვხედავთ,როცა ასეთ მიჯნაზეა ქვეყანა, როცა ვხედავთ, რომ ჩვენი ისტორიული შანსი შეიძლება დაიკარგოს, ამიტომ ნებისმიერი კონფიგურაცია შესაძლებელია, ოღონდ რაღაცები უნდა გაირკვეს. ამის დრო არის უკვე, ოღონდ პარტიებს პირველ რიგში, თავიანთ ამომრჩევლებთან აქვთ სამუშაო.
თუ ყველაფერზე შევთანხმდით, ყველამ მოიბოდიშა, აღიარა რაღაცები, მაშინ ყველაფერი შეიძლება. „ნაციონალურ მოძრაობაზე“ თუ არის საუბარი, ყველა გაერთიანების სუბიექტებს თავისი პირობები ექნება. ეს პირობები უნდა იყოს განხილული“, - აღნიშნა წერეთელმა.