ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია „ცხინვალის მაცნეს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ალან გაგლოევის მთავრობა ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთ-საქართველოს შორის სატრანზიტო გზის მოსაწყობად.
გიგა ბოკერიას თქმით, 2012 წელს განსხვავებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველომ პარტნიორების მხარდაჭერით ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული ტვირთების შესვლის მონიტორინგის მექანიზმს მიაღწია, თუმცა ივანიშვილის რეჟიმმა ეს ფეხებზე დაიკიდა.
„ახლა როცა თავისუფალი სამყარო იზოლაციაში აქცევს რუსეთს და ავიწროებს, მასთან ნებისმიერი სახით ვაჭრობის გაფართოების პროექტის განხორციელება, მით უმეტეს ოკუპირებული ტერიტორიის გამოყენებით, დასავლეთის წინააღმდეგ რუსეთის ბანაკის არჩევაა.
საკუთარი ქვეყნის მტრის ბანაკს აირჩევს კიდევ ერთხელ საქართველოს ხელისუფლება, თუ ამას იზამს“ - თქვა გიგა ბოკერიამ