ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ლაზარე გრიგორიადისისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება.
როგორ გიგა ბოკერიამ აღნიშნა, დაკავებული ივანიშვილის რეჟიმმა იმ პროპაგანდით, რაც აწარმოვა, თვითონ აქცია სიმბოლოდ, იმის მიუხედავად თუ რა კონკრეტულ მტკიცებულებები იქნება გასაჯაროვებული ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რომლებიც ჯერჯერობით საერთოდ არც გვიხილავს და არც ვიცით.
„ის, რაც უკვე ვიცით კობახიძის ამაზრზენი განცხადებიდან, მათი პროპაგანდიდან და იქიდან, თუ რა ნიშნით შეარჩიეს ეს ახალგაზრდა ადამიანი, ეს უკვე ამ რეჟიმის ბოროტების სიმბოლოა. მხოლოდ ამიტომაც კი უკვე ამ ბიჭის ბედი იქცა პრინციპულ საკითხად ჩვენი საზოგადოებისთვის“ - თქვა გიგა ბოკერიამ
შეგახსენებთ. ლაზარე გრიგორიადისს, რომელმაც შსს-ს მტკიცებით ცეცხლი წაუკიდა უწყების კუთვნილ ავტომობილს, პოლიციელებს ქვები და "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლა, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა