ვიღაცამ ქუჩაში ბევრი ხალხი რომ დაინახა, იძახის მოდი ვადამდელი არჩევნები მოვითხოვოთო - ეს მცდარი ნაბიჯია - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ვიღაცამ რომ დაინახა ბევრი ხალხი ქუჩაში და იძახის მოდი ვადამდელი არჩევნები იყოს, ეგ მცდარი ნაბიჯია, იმიტომ კი არა რომ ვადამდელი არჩევნები არ მინდა, ძალიან მინდა რომ იყოს ვითარება, როცა ისეთივე კონსენსუსი იქნება ამ ხელისუფლების ჩამოცილებაზე ძალაუფლებიდან ვადამდელი არჩევნების გზით, როგორიც იყო ამ კანონზე. ოღონდ ეს არ არის დამოკიდებული იმაზე, რომ ახლა ბევრი ხალხი დავინახეთ და მოდი ახლა ვადამდელი არჩევნები მოვითხოვოთ. არ ხდება ასე. რატომ არ არის მაშინ დღეს ქუჩაში ხალხი ამ მოთხოვნით. ის პროტესტი პოლიტიკურ პარტიებს ხომ არ დაუორგანიზებიათ, ან კონკრეტულ ერთ ფიგურას“ - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.