„ოცნება“ ქადაგებს, თუ ჩავწვებით გადავრჩებით და ეს ჩაწოლა გულისხმობს დასავლეთისგან იზოლირებას - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ყველაზე დიდი უბედურება რა არის, რომ ეს ადამიანები რას ეუბნებიან ხალხს, რა სიცრუეს ქადაგებენ, რასაც უნა დავუპირისპიროთ სიმართლე, რომ არსებობს გზა, საქართველოს თავისუფლების და ნორმალური ცხოვრების ისე, რომ რუსეთს გაუგოროთ, თუ ჩავწვებით გადავრჩებით, ეს არის ყველაზე დიდი ტყუილი და ეს ჩაწოლა გულისხმობს, დასავლეთისგან იზოლირებას, აი ამ ლანძღვით მარტო დატოვებას. ამიტომ, უნდა გვახსოვდეს, რომ 90-იანებში დამარცხებული საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, დასუსტებული რუსეთის ე.წ. დემოკრატი ელცინის მეთაურობით, მაშინაც კი რახან ჩვენ ფორმაში არ ვიყავით, რახან იზოლირებული ვიყავით დასავლეთისგან, გადაგვიარეს და გენოციდი მოგვიწყვეს აფხაზეთში",- აღნიშნა გიგა ბოკერიამ.