"ჩვენი ეროვნული იდენტობის შენარჩუნების გარანტი ქართული სახელმწიფოა. ევროკავშირში გაწევრიანება ამ სახელმწიფოს გააძლიერებს. ამის უარყოფა ან გაუგებრობაა, ან რუსული პროპაგანდა." - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს.
"დასავლეთის ეგიდით შექმნილი საერთაშორისო წესრიგი ერების წესრიგია: მაგრამ ამ ხედვას ყველა არ ეთანხმება. რუსეთის ხელმძღვანელობა დღესაც იმპერიული წესრიგის მომხრეა. მისი აზრით, მსოფლიო რამდენიმე იმპერიამ უნდა გადაინაწილოს. ის ამას პოლიტკორექტულად „მრავალპოლუსიან სამყაროს“ ეძახის.
ამიტომაა, რომ, ილია ჭავჭავაძიდან მოყოლებული, ქართული ნაციონალიზმი და ევროპეიზმი ერთი და იგივეა. ამით აღიარებულია, რომ ქართული პოლიტიკური და, მაშასადამე, კულტურული იდენტობა მხოლოდ ევროპულ, დასავლურ სივრცეში შეიძლება იყოს დაცული.
ევროკავშირი აღმოჩნდა უნიკალური ორგანიზაცია, რომელმაც ევროპის ერებს სტაბილური და მშვიდობიანი განვითარების გარემო შეუქმნა. მისი წევრების ეროვნულ იდენტობებს რეალური საფრთხე რომ შეჰქმნოდათ, ის დიდი ხნის დაშლილი იქნებოდა.
ჩვენი ეროვნული იდენტობის შენარჩუნების გარანტი ქართული სახელმწიფოა. ევროკავშირში გაწევრიანება ამ სახელმწიფოს გააძლიერებს. ამის უარყოფა ან გაუგებრობაა, ან რუსული პროპაგანდა"- წერს გია ნოდია.