ასეთი განცხადება თავდაცვის და კოსმოსის საკითხებში ევროკომისარმა, ანდრიუს კუბილიუსმა ლიეტუვის ტელევიზიისთვის მიცემული ინტერვიუს დროს გააკეთა.

თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში ევროკავშირმა, ანდრიუს კუბილიუსმა, განაცხადა, რომ ევროპას აუცილებლად მოუწევს ვლადიმერ პუტინთან უკრაინაში ომის დასრულების შესახებ საუბარი. თუმცა, მან თქვა, რომ ევროპა დიალოგში კი არ უნდა შევიდეს, არამედ მკაფიო გეგმა უნდა განიხილოს.

კუბილიუსმა ასევე შეაფასა დონალდ ტრამპის მეორე ვადის პირველი წელი და გრენლანდიის მიმართ არსებული საფრთხეები. იგი თვლის, რომ ევროპა უნდა მოემზადოს ამერიკული ჯარების გასვლისთვის და შექმნას უფრო ევროპული თავდაცვის ალიანსი. ხოლო თუ ტრამპი ევროპაზე ზეწოლას დაიწყებს, კუბილიუსი თვლის, რომ თანამეგობრობა მზად უნდა იყოს ეკონომიკური ზომებით უპასუხოს.