პოლიტოლოგი, გია ნოდია სალომე ზურაბიშვილის მხრიდან საპრეზიდენტო რეზიდენციის დატოვების ფაქტს ეხმაურება: 

პრეზიდენტის სასახლიდან გამოსვლამ ზოგს იმედი გაუცრუვა. მაგრამ რაში მდგომარეობდა ის აწ გაცრუებული იმედი, მთლად ცხადი არ არის. 

პრეზიდენტის სასახლეში გამაგრებას რა აზრი ჰქონდა? კი, დაიდებოდა კადრები, როგორ ძალით გაყავთ სასახლიდან პრეზიდენტი და როგორ უსწორდება პოლიცია მოპროტესტეებს. კიდევ ვიღაცეებს ცემდნენ და დააჯარიმებდნენ. კიდევ ერთხელ მოხდებოდა უკვე მრავალგზის დისკრედიტირებული ხელისუფლების დისკრედიტაცია. მერე? 

ხელისუფლება რომ ფიზიკური ძალით გვჯობია, ეს ვიცით. მაგრამ ამ მოძრაობას აქვს ორი მთავარი იარაღი - სიმართლე და სიჯიუტე. ეს ძალიან სერიოზული ძალაა და ასეთ ძალას ბევრჯერ გაუმარჯვია. 

სალომეს სასახლიდან გამოსვლით არსებითად არაფერი იცვლება. ვაგრძლებთ ისე, როგორც აქამდე.