სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, იმპორტირებულ ბავშვთა კვების პროდუქტთან- „ Picot“დაკავშირებით, მოკვლევა უკვე დაიწყო. იმის მიუხედავდ, რომ აღნიშნულ სურსათზე , ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით ოფიციალური შეტყობინება სააგენტოს არ მიუღია, სიფრთხილის მაქსიმალური ზომების გათვალისწინებით, სააგენტო, კონკრეტული პარტიების- Picot 1 400G – 8000003312; Picot 1 800G -8000003297; Picot 2 800G -8000003280 , სარეალიზაციო ქსელიდან ამოღებაზე ზედამხედველობას ახორციელებს. სააგენტო ასევე მოუწოდებს მომხმარებელს, თუ შეძენილია აქვს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან არ გამოიყენოს! - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.