ნიკა გვარამიასა და სოფო ჯაფარიძის ტანდემს ენმ-ს შენარჩუნება შეუძლია. ხაბეიშვილის ხელში ეს შეუძლებელია ანუ დეგრადაციის პროცესი გაგრძელდება - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ტვ პირველთან" ისაუბრა.
„მე არ ვიცი, გვარამიას რა მიზნები აქვს... გვარამის და სოფო ჯაფარიძის ტანდემი...ამ ორ ადამიანს ტანდემში, ჩემი აზრით, შეუძლია პარტიის დასტაბილურება-შენარჩუნება ანუ ემოციის და რაციონს მორიგება თუნდაც გარკვეული პერიოდით იმისთვის, რომ არჩევნებამდე მაინც როგორღაც მიაღწევინონ, იმიტომ, რომ ხაბეიშვილის ხელში ეს შეუძლებელია ანუ დეგრადაციის პროცესი გაგრძელდება. პარტია, ფაქტობრივად, უკვე გაყოფილია. პარტია, როგორც ერთიანი ორგანიზმი დიდი ხანია უკვე აღარ არსებობს. რაც არ უნდა ილუზია შექმნან, ეს არის მოცემულობა. თუ ეს ორი ადამიანი ამას დათანხმდა და სააკაშვილიც უნდა ამას მიხვდეს, მას სხვა გზა არ აქვს... ერთი პირად წარმომადგენლად დანიშნა და მეორე არის ადამიანი, რომელსაც აქვს გარკვეული წონა, - ამბობს ხუხაშვილი.