მთავრობას აქვს ვალდებულება დაასაბუთოს საკუთარი გადაწყვეტილება, ხოლო პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი გასაჩივრების საშუალება. - წერს ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი:
"საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვიტოს შემდეგი:
“საქართველოს მთავრობამ მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება პრეზიდენტის ვიზიტების ბლოკირების თაობაზე, რითაც წარმოშვა კოლიზია კონსტიტუციის 78-ე მუხლთან.
ასეთ ვითარებაში, იმისათვის რომ თავიდან იქნას აცილებული კონსტიტუციის ურთიერთ გამომრიცხავი ინტერპრეტაციის რისკები, მთავრობას აქვს ვალდებულება დაასაბუთოს საკუთარი გადაწყვეტილება, ხოლო პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი გასაჩივრების საშუალება.
სხვაგვარად, ჩვენ ვდგებით არა მხოლოდ 78-ე მუხლის საბოტირების, არამედ საერთოდ კონსტიტუციით დადგენილი ინსტიტუციური წესრიგის მოშლის რისკის წინაშე.”- წერს გია ხუხაშვილი.