როგორი საყურებელია, შენ რომ ხელს არავინ გართმევს ერთი უნგრელი «Гадкий утенок»-ის გარდა - ცოტა შედით “პრემიერის” ემოციურ მდგომარეობაში, - ამის შესახებ პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„როდესაც სისტემაში დავალებაა “ჩაშვებული”, რომ ლამის ვინმეს ოჯახში ნათლობასაც კი პირადად ღარიბაშვილის დავალებით აღნიშნავენ და მისი დამსახურებაა, რატომ უნდა გვიკვირდეს ასეთი რეაქცია სალომეს ევროპულ ტურნესთან დაკავშირებით?
როგორი საყურებელია, შენ რომ ხელს არავინ გართმევს ერთი უნგრელი «Гадкий утенок»-ის გარდა, ხოლო სხვას გულში იხუტებენ. შენი ამოცანა კი ის არის, რომ თუ რამე კარგი მოხდა საკუთარ დამსახურებად გამოაცხადო.
ასე რომ, ცოტა შედით “პრემიერის” ემოციურ მდგომარეობაში და უთანაგრძნეთ ადამიანურად…“,- წერს ხუხაშვილი.