ვისაც საქართველო ევროკავშირში უნდა იხილოს, შევუგროვოთ ფული სალომე ზურაბიშვილს დაგეგმილი ვიზიტების განსახორციელებლად, - ამის შესახებ პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
 

„გამოვდივარ ინიციატივით, ყველამ, ვისაც საქართველო ევროკავშირში უნდა იხილოს, შევუგროვოთ ფული სალომე ზურაბიშვილს დაგეგმილი ვიზიტების განსახორციელებლად. 
გავიდეს შვებულებაში და კერძო ტურისტული მოგზაურობები განახორციელოს. ვფიქრობ, რომ არავინ ეტყვის იქ უარს ყველა დაგეგმილი შეხვედრის ამ უცნაურ ფორმატში გადატანაზე.
ვფიქრობ, მოვლენების განვითარებისთვის ეს სასარგებლოც კი შეიძლება იყოს…“ - წერს ხუხაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იწყებს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპაში ვიზიტით საქართველოს კონსტიტუციას არღვევს.