მას არაფერი უთქვამს ისეთი, რაც არ ვიცოდით. ის რომ ეს აღიარა, არის კარგი და დასაფასებელი - ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ორი სიტყვა გიორგი გაბუნიას განცხადებაზე:
მას არაფერი უთქვამს ისეთი, რაც არ ვიცოდით.
შესაბამისად, ახლა მასზე ნიშნის მოგებით საუბარი, არის ფარისევლობა და მეტი არაფერი.
ის რომ ეს აღიარა, არის კარგი და დასაფასებელი.
წინ უნდა ვიყუროთ და თუ ეს ტელევიზია ახლა მოემსახურება საზოგადოებრივ ინტერესს და არა ვიწრო პოლიტიკურს, ან კლანურს ეს მხოლოდ მისასალმებელია.
ხვალ თუ იმედიც იგივეს გააკეთებს (იმდენი არ არის ჩემი მტერი), იმასაც მივესალმები…“,- წერს ხუხაშვილი.

ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გაბუნიამ არხთან დაკავშირებულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა: დიდი სიამაყით ვაცხადებ - ნაცების ტელევიზია არ ვართ