ჩვენ შეიძლება გვქონდეს ბიძინას მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება. დამერწმუნეთ, მე ამის ყველა თქვენგანზე ბევრად მეტი მიზეზი მაქვს. მაგრამ, თუ მის თუნდაც ამ მეთოდებით ქმედებებს საქართველოს გრძელვადიანი ინტერესებისთვის რაიმე კარგის მოტანა კიდევ შეუძლია, ამას მხოლოდ მივესალმები. - წერს პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში:
ორი სიტყვა შეთქმულების თეორიაზე იმის თაობაზე, რომ სალომეს ნაბიჯები ბიძინასთან არის შეთანხმებული.
დავუშვათ ასეა…
თუ ამ საკითხს შევხედავთ არა პოლიტიკური დაპირისპირების, არამედ სახელმწიფო ინტერესების პრიზმაში და თუ ამ თამაშის შედეგი მიუხედავად ქართული ოცნების საბოტაჟისა, იქნება ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭება, არ მესმის, რა არის ამაში ცუდი?!
ჩვენ შეიძლება გვქონდეს ბიძინას მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება. დამერწმუნეთ, მე ამის ყველა თქვენგანზე ბევრად მეტი მიზეზი მაქვს. მაგრამ, თუ მის თუნდაც ამ მეთოდებით ქმედებებს საქართველოს გრძელვადიანი ინტერესებისთვის რაიმე კარგის მოტანა კიდევ შეუძლია, ამას მხოლოდ მივესალმები.
ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებზე და ემოციებზე მაღლა სახელმწიფო ინტერესის დაყენება.P.S. სხვა საკითხია, რომ მე პირადად არ მჯერა ამ შეთქმულების თეორიის… - წერს გია ხუხაშვილი.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის თქმით, "ქართული ოცნება" საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის აღსაძრავად, შეგროვდება საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ხელმოწერები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შევა შესაბამისი კონსტიტუციური წარდგინება