„სწორედ კელი დეგნანი იყო ცრუ კამპანიის სათავეში, როდესაც ერთი წლის წინ, „გამჭვირვალობის შესახებ“ ქართული კანონი შემოვიტანეთ და მას სრულიად უარგუმენტოდ, „რუსული კანონი“ დაარქვა - ახლა მის ხელმეორედ შემოტანას ის იღებს პირად გამოწვევად“, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან განაცხადა.
დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ სიტყვა „რუსული“ მოსახლეობის წინააღმდეგ ყველაზე ემოციური ბრძოლის იარაღად გამოიყენეს, რადგან საზოგადოება მას რთულად აღიქვამს.
„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ კელი დეგნანი იყო ცრუ კამპანიის სათავეში, როდესაც ერთი წლის წინ, „გამჭვირვალობის შესახებ“ ქართული კანონი შემოვიტანეთ და მას სრულიად უარგუმენტოდ, „რუსული კანონი“ დაარქვა. სიტყვა „რუსული“ გამოიყენეს ყველაზე ემოციური ბრძოლის იარაღად მოსახლეობის წინააღმდეგ - „რუსული“ ნამდვილად რთულად აღსაქმელია.
სწორედ ეს იყო, რომ სიცრუე სწორედ ამ ტერმინით გადაეფარათ. როდესაც კელი დეგნანი ცრუ კამპანიის სათავეში ყოფნის დროს შეძლო, რომ დეზინფორმაციული კამპანია აეგორებინა და კანონი უკან გაწვეულიყო - ახლა მის ხელმეორედ შემოტანას იღებს პირად გამოწვევად. არ ერიდება, რომ გააგრძელოს უსამართლო ბრძოლა სამართლიანობასთან“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები
შეგახსენებთ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა, კანონის უკან გაწვევისთვის, მმართველ გუნდს 1 საათიანი ვადა მისცა. დროის ამოწურვის შემდეგ, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ცუცქირიძემ აქციის მონაწილეებს მთავრობის ადმინისტრაციასთან მისვლისკენ მოუწოდა.
ცუცქირიძის თქმით, პროტესტი მშვიდობიანი მსვლელობა უნდა იყოს.
როგორც პარტია "ახალის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ მედიასთან განაცხადა, აქციის მონაწილეები საქართველოს პრემიერმინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
ნიკა გვარამიას თქმით, რუსული მთავრობა ქვეყანას ვერ მართავს. "მას მერე რაც კანონი მიიღეს, მოთხოვნა შეიცვალა"
მედიის კითხვაზე, რა საკითხზე სურს შეხვედრა პრემიერთან, გვარამიამ ასე უპასუხა: "კონკრეტული ვორდინგი უკვე გითხარით - საქართველო რუსული მთავრობის გარეშე!".
კანცელარიასთან აქცია ისე დასრულდა, რომ პრემიერის ადმინისტრაციიდან ნიკა მელიას და არც სხვა პოლიტიკური ლიდერების მოთხოვნას, არავინ გამოხმაურებია.
ასევე, საქართველოს პარლამენტიმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო